24 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
საგამოძიებო კომისია და ანტიკორუფციული სამსახური - ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს" ახალი ინიციატივა აქვთ

"დამოუკიდებელი დეპუტატები" კორუფციული სქემების გამოსავლენად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მოგვიანებით კი ახალი სტრუქტურის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებას ითხოვენ.

ინიციატივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო კომისიას მიმდინარე გამოძიებებზე ზედამხედველობა უნდა დაევალოს. დეპუტატების შეფასებით, შესაბამისი უწყებები კორუფციული სქემების გამოვლენას შეგნებულად აჭიანურებენ.

ყოფილი თანაგუნდელების წინადადება ნაწილობრივ გაიზიარეს სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, რომლებიც  საპარლამენტო კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ სამომავლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბების იდეას მხარს უჭერენ

კომისიის შექმნის იდეის ავტორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საკითხზე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან მოილაპარაკონ, თუმცა ინიციატივას ყველა პოტენციური პარტნიორის მხრიდან დღეს სკეპტიკური რეაქცია მოჰყვა.

ოპონენტების ბრალდებებს გაუგებარი უწოდა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყებები კორუფციასთან ბრძოლას თავს წარმატებით ართმევენ. ამის მაგალითად მოჰყავთ პატიმრობაში მყოფი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები,

როგორც ჩანს კომისიის შესაქმნელად, ამ ეტაპზე, პარლამენტში კონსენსუსი ვერ შედგება, თუმცა მიუხედავად ამისა, იდეის ავტორები მოლაპარაკებებს მაინც აანონსებენ და საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებენ ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

დღის ამბები