19 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
ოპოზიციას პირობას ვაძლევთ, რომ რევოლუციურ სცენარს ვერ განავითარებენ - მამუკა მდინარაძე

ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აინტერესებთ საარჩევნო კოდექსი. 

"მათ თუ არ წარმოადგინეს კონკრეტული ხედვა და წინადადება, რომელიც რაციონალური იქნება და თუ არ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ე.ი ხდება მათი ლუსტრაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აინტერესებთ საარჩევნო კოდექსი და მათი სცენარი არის რევოლუციური. თუმცა, პირობას ვაძლევთ, რომ ისინი რევოლუციურ სცენარს ვერ განავითარებენ. თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, ჩვენ დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება," - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები