19 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულ ადამიანებთან ერთად კარანტინში იმყოფება

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2247-ს მიაღწია. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება. ქვეყანაში გაზრდილია COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობაც - საერთო ჯამში, გამოვლენილია ინფიცირების 77 ათასამდე შემთხვევა.

ჩინეთის ციხეებში კორონავირუსით უკვე 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირა ისრაელში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევა იაპონური საკრუიზო ლაინერიდან 11 მოქალაქის დაბრუნების შემდეგ გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი დაუდგინდათ სამხრეთ კორეის,ირანის, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მოქალაქეებსაც.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსის გამო დაპირისპირება მოხდა უკრაინაში. ადგილობრივებმა იმ ავტობუსებს დაუშინეს ქვები, რომლებშიც ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები იმყოფებდონენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი კი სოლიდარობის ნიშნად, ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება.

კორონავირუსის საფრთხის გამო ერაყი ირანთან საზღვარს კეტავს. 

დღის ამბები