03 ივლისი 2020,   16:58
ვრცლად
"მსგავსი ტიპის პერფორმანსი ყველანაირი ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება" - აქცია "ევროპული საქართველოს" ოფისთან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო "ევროპული საქართველოს" ოფისთან აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

"ჩვენი მოთხოვნა არის, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ საქართველოს პარლამენტის მანდატი. ვფიქრობთ, რომ თუ იმართლებენ იმით თავი, რომ ეს იყო პერფორმანსი, პერფორმანსი არის პროექტი, რომელსაც აქვს თავისი ჩარჩოები და აბსოლუტურად, ყველანაირი ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის პერფორმანსი,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქტივისტებმა პარტიის ოფისის შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით: "თქვენი ევროპული საქართველო უდრის თქვენს საბჭოთა საქართველოს". მათ ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილს ჰიმნის გაჟღერებისთვის სიგელიც გადასცეს, რომელიც დემონსტრაციულად დაწვეს.

დღის ამბები