23 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
ქართველი მეზღვაურების გატაცებისას გასროლის დროს არავინ დაშავებულა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ქართველი მეზღვაურების გატაცებისას გასროლის დროს არავინ არ დაშავებულა - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის თქმით, აქტიური კომუნიკაცია აქვს ქართულ მხარეს გემთმფლობელ კომპანიასთან.

"გემთფლობელთან კომუნიკაცია დღესაც შედგა, შესაბამისად, მივიღეთ განახლებული ინფორმაცია და დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. გემზე მყოფი და გატაცებული ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა და არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება და შესაბამისად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გუშინ გამთენიისას, 3 საათზე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე.

გემზე სულ ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები