21 ოქტომბერი 2020,   00:21
ვრცლად
ევროსაბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებს გამოეხმაურა

თბილისში მყოფი ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებს გამოეხმაურა.

"სიტუაცია მიუღებელია, საქართველო ოკუპირებულია, ოკუპაციაა უკრაიანშიც, როგორც ჩანს პრობლემის გადაჭრა სწრაფად ვერ ხდება, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და ამაზე საუბარი,"- განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდრეს კნაპემ.

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში ვიზიტით ჩამოსული დელეგაციის წევრები, ხვალ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავლენ და შეხვედრებს გამართავენ, დღეს კი კონგრესის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ოკუპაციის მუზეუმი მოინახულეს.

დღის ამბები