ციფრული და ელექტრონული მმართველობის სააგენტოს შექმნაზე იმსჯელებენ დღეს დეპუტატები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.
კანონმდებლები განიხილავენ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებებსაც.
საუბარია იქნება ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელმაც ორი წლის წინ ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი უნდა გააკონტროლოს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე აცხადებს, რომ დღის წესრიგში განიხილება სამი საკითხი.
"დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხი, განვიხილავთ სახალხო დამცველის რეკომენდაციით სამუშაო ჯგუფის შექმნას,"- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.