25 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" წევრებმა NDI-ის პრეზიდენტთან პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო სისტემის საკითხები განიხილეს

"ევროპული საქართველოს" წევრები NDI-ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პოლიტიკური ლიდერების დაკავებასთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის, მთავარ ორ გამოწვევაზე.

ერთი, ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვება, რაც ივანიშვილის გადაწყვეტილებაა და მეორე, პრობლემა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და უფრო დიდი პრობლემა აქედან გამომდინარე, ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს და მცირე მხარდაჭერის პირობებში მართოს.

ეს იყო ძირითადი თემები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებიც იყო განხილული," - განმარტა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ"ამ  შემთხვევით უნდა ისარგებლოს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე NDI-ის წარმომადგენლებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

""ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა ისარგებლოს ამ შემთხვევით, რომ სწორად მიაწოდოს ინფორმაცია იმაზე, რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში.

პირველი ეს საკითხი არის ის, რომ საქართველოში 2020 წელს უნდა ჩატარდეს დასავლური სტანდარტების შესაბამისი გამჭვირვალე პატიოსანი სამართლიანი არჩევნები.

მეორე, სასწრაფოდ შესაწყვეტი არის სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოების პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა იმ მიზნების, რომელიც ჩვენს ერს აერთიანებს, ეს არის უპირველეს ყოვლისა NATO-ში გაწევრიანება," - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები