23 აპრილი 2024,   20:11
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურ ცენტრში გადაყვანილი მგზავრი კლინიკაში რჩება - 20 წლის გოგოს ტემპერატურა აღენიშნებოდა  

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურ ცენტრში გადაყვანილი მგზავრი კლინიკაში რჩება. საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან დღეს ჩამოფრინდა, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში დღის მეორე ნახევარში შეიყვანა.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათთან აეროპორტიდან შეყვანილია 20 წლის გოგო, მას აღენიშნებოდა ტემპერატურა 37,8. ამ ეტაპზე პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში.  

"შემოყვანილია პაციენტი 20 წლის, იტალიიდან ჩამოვიდა, სიცხე დაუფიქსირდა 37,8. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. უტარდება მკურნალობა, ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მედპერსონალი. 

კორონავირუსზე ანალიზი ჯერ არ ჩატარებია. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურამ დაიკლო, რჩება კლინიკაში" - განაცხადა ქუთაისის ინფექციური კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ. 

დღის ამბები