25 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
მუზეუმი ჩარჩოების გარეშე - დამთვალიერებელს ანიმირებული ნახატების სამყაროში მოგზაურობა ელოდება

მუზეუმი ჩარჩოების გარეშე, დამთვალიერებელს 120 პროექტორით 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს. მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკისა და განათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი.

ჰოლოზეუმმა ბინა ბეთლემის 10 ნომერში დაიდო და დამთვალიერებელს კარს უკვე ხვალიდან ოფიციალურად გაუხსნის. მუზეუმი ჩარჩოების გარეშე პირველ და დაუვიწყარ მოგზაურობას ნიკო ფიროსმანით იწყებს.

ჰოლოზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება. ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი ისტორიული მოვლენები, მომავალი პროექტების ჩამონათვალშია სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები, ასევე საქართველოს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლის დემოვერსია უკვე არსებობს. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები