25 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა - მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ართულებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას.

"ვისაუბრეთ იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რაც ახალგორში გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით შეიქმნა. ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ, რომ დაუშვებელია, ადამიანებს არ ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვის პირველად დახმარებაზე, ვისაუბრეთ ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ბოლო პერიოდში სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით შეექმნათ.

ამიტომ, აუცილებელია ისეთმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, როგორიცაა გაერო, განსაკუთრებული ადგილი დაუთმოს მის დღის წესრიგში ამ საკითხს," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები