19 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
კორონავირუსის შედეგი ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე მისი წინამორბედების - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შედეგი ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე მისი წინამორბედები წინა წლებში.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში მატულობს და ამ დროისთვის, დაახლოებით 33 000 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

"ეს ინფექცია გახლავთ რესპირაციული, რომლის გამომწვევიც არის ახალი კორონავირუსი. ეს ვირუსი ხასიათდება შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი და ფატალური მოქმედებით, ვიდრე მისი წინამორბედები, ანუ 2003-ისა და 2012 წლის კორონავირუსები. ზოგადად, გამოჯანმრთელების პროცენტი სერიოზულად მატულობს ჩინეთში, დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 33 000 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელებულია. შემთხვევათა 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად. დაახლოებით 14 %-ია, სადაც საჭიროა ინტენსიოური სამედიცინო დახმარება და დაახლოებით 5% კრიტიკული, სადაც საჭიროა ინტენსიური-რეანიმაციული დახმარება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები