20 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამის შესახებ The Independent წერს. 

 ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი მასუმე ებთეკარი ერთ-ერთია იმ 254 ადამიანიდან, რომელიც ირანში კორონავირუსით დაავადდა. ქვეყანაში COVID 19-ს უკვე 26 ადამიანი ემსხვერპლა. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც დაავადდა - ირაჯ ჰარირიჩიმ ამის შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით თავად შეატყობინა. 

 

დღის ამბები