20 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
ანტარქტიდაზე თოვლი გაწითლდა

ანტარქტიდაზე თოვლი გაწითლდა. უცნაური შემთხვევა უკრაინის სამეცნიერო სადგურ "ვერნადცკისთან“ მოხდა.

კვლევითი ცენტრის განცხადებით, თოვლმა წითელ შეფერილობა იმ წყალმცენარებისგან მიიღო, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში იზრდებიან. ახლა ანტარქტიდაზე ზაფხულია, მწვანე წყალმცენარეები მზის სხივების ზემოქმედების გამო გააქტიურდნენ, ზრდა დაიწყეს და წითელი შეფერილობა მიიღეს.

ანალოგიური შემთხვევები ადრე, ანტარქტიდის გარდა, არქტიკასა და ალპების მთებშიც მომხდარა. მეცნიერების თქმით, უცნაური მოვლენა ყინულის დნობას უწყობს ხელს.

დღის ამბები