19 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ რეგიონში ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებს,  კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას, მშვიდობას და სტაბილურობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაზრდილი დინამიკა. ჩვენ გვაქვს იდეალური ურთიერთობა და თანამშრომლობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  სომხეთი და საქართველო მიისწრაფვიან საკუთარი წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიის უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობის მშენებლობის იდეაში:

"გეგმა მოიცავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ზომების გატარებას, კერძოდ: სამხედრო განათლება, სამხედროების სოციალური დაცვა, სამშვიდობო მისიები, სამთო მომზადება. მსურს დავამატო, რომ სომხეთი და საქართველო ორივე პატივს სცემენ ერთმანეთის დემოკრატიულ და ნაციონალურ ღირებულებათა სისტემას, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და მიისწრაფვიან საკუთარი წვლილი შეიტანონ სამხრეთ კავკასიის უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობის მშენებლობის იდეაში," - განაცხადა დავით ტონოიანმა.

დღის ამბები