24 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
ავღანეთის მთავრობას არ აქვს ვალდებულება გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ხუთი ათასი თალიბი - აშშ-თალიბანის შეთანხმება

"ავღანეთის მთავრობას არ აქვს ვალდებულება გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ხუთი ათასი თალიბი," - განცხადება ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი შესაძლოა მხოლოდ შიდა მოლაპარაკებების განხილვის საგნად იქცეს.

პატიმრების გათავისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მოძრაობა "თალიბანს" შორის გაფორმებული შეთანხმებით არის გათვალისწინებული, რომელიც გუშინ გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, შტატები და ნატოს მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ მათი სამხედროები ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებენ.

"თალიბანი" კი პირობას დებს, რომ ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში, 18 წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობა დამყარდება. ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან არიან.

"ყველა დაიღალა ომით," - ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "თალიბანთან" გაფორმებული შეთანხმება. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის აპირებს "თალიბანის" წარმომადგენლებს პირადადაც შეხვდეს.

დღის ამბები