25 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში - ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს

ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში - ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. უკვე მე-5 დღეა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც არიან ჩართული, თუმცა ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს.

"ადგილებზე იყო სპეციალურად გაკიდებული ცეცხლი იმისთვის, რომ მესაქონლეებში კარგი ბალახი ამოვიდეს, რომ გადაწვავენ მერე მოდის კარგი ბალახი. უკონტროლო მდგომარეობა გადავიდა ტყეზე და უკვე ძალიან ძნელი ჩასაქრობი გახდა, ისეთ კლდეებში იყო, ძალიან ძნელად მისადგომი იყო," - განაცხადა მოხალისეთა ჯგუფის წევრმა გიორგი ხუცურაულმა.

დღის ამბები