23 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  "პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა" შეიმუშავა.

პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო", სსიპ "შემოსავლების სამსახურთან" ერთად.

ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს განახორციელებს, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება.

დღის ამბები