24 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია ინფიცირებული, მათი მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ფილტვების ანთება არც ერთ ბავშვს არ აქვს.

კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, მსოფლიო მონაცემების მიხედვითაც, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია.

"პედიატრიულ პაციენტებში დღეს გაცილებით მეტია არა ახალი კორონავირუსით გამოწვეული შემთხვევები, ხოლო ის ხუთი შემთხვევა არის ძალიან მცირე ნაწილი იმ საერთო წილში, რაც შეიძლება ქვეყანაში იყოს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები