20 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
ამ ვითარებაში პოლიტიკური მესიჯების უფლება არ გვაქვს - ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში, ენმ-ს მიერ ორგანიზებულ აქციაზე

ხალხმრავალი შეკრება ზუგდიდის ცენტრში - ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაშინ როცა კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, ამ გამოწვევისას პოლტიკური მესიჯების დრო არ არის. 

"კოვიდის ინფექცია არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი არის ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული და შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, არღვევს იმ ადამიანებზე ზრუნვას და უქმნის პრობლემებს და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. 

მოქალაქეების შეკრების მიზეზი "ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანების დარიგება გახდა, რა დროსაც, ადგილზე მისული ადამიანები დისტანციას ვერ იცავდნენ, რამაც პრობლემები შექმნა.

გარდა ამისა, ტიკარაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში პირადად მოინახულებს. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებული იქნება როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარი.

 

დღის ამბები