19 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში გადაიყვანეს

მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში გადაიყვანეს.

სამეფო ოჯახი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასახლის 7 თანამშრომელს COVID 19  დაუდასტურდა. მეფეს და დედოფალს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და პირველადი მონაცემებით, პასუხი უარყოფითია.

ქვეყანაში 2 ათას 31 ადამიანია დაინფიცირებული, 23 დაღუპულია, 199 გამოჯანმრთელდა. პოლიცია მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. 

"სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ ხართ პანიკაში. არ არსებობს პროდუქტებზე დეფიციტის შექნის ალბათობა, ქვეყანაში ყველაფრის მარაგი გვაქვს,“ - აცხადებს მალაიზიის პრემიერ-მინისტრი, მუჰიდინ იასინი. 

დღის ამბები