20 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით, საერთო ჯამში, 53 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათში COVID-19-ით 134 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 294 -მდე გაიზარდა. იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც, დღეისათვის ვირუსისგან 17 935 ადამიანი განიკურნა.

"ირანში COVID-19-ის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ქვეყანა ახერხებს ვირუსის შეკავებას. ექიმები მუდმივ რეჟიმში მოუწოდებენ მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით დროულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება, ასევე გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაციები," - განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა კიანუშ ჯაჰანპურმა

დღის ამბები