19 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
პაკისტანში პოლიციამ ექიმები დააკავა - მედიკოსებმა ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა გააპროტესტეს

პაკისტანში პოლიციამ ექიმები დააკავა. მედიკოსებმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყანაში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა გააპროტესტეს. დემონსტრაცია ქალაქ კვეტაში გაიმართა. აქციამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი ქალაქ კვეტაში 13 ექიმს დაუდასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3,277 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 50 ადამიანი. ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის დამარცხებას ხელს უშლის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები.

ხელისუფლების მტკიცებით, სწორედ ამ სანქციების გამო ქვეყანას ამ დროისთვის COVID-19-ით გარდაცვლილი 3,603 ადამიანი ჰყავს. ვირუსის გააქტიურების ფონზე, ირანში სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყო.

"ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორის არჩევანი უკვე გავაკეთეთ. თუმცა ვმუშაობთ იმაზეც, რომ არსებულ ვითარებაში შევძლოთ ეკონომიკისთვის სტაბილურობის შენარჩუნება და ეს არ მოხდეს ადამიანების სასიცოცხლო პირობების დარღვევის ხარჯზე," - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა.

დღის ამბები