24 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
ტრამპმა იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზომები მკაცრდება. დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი ტრამპი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის დროს  ამერიკელი მუშების დაცვაა. ბრძანება უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებსაც შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის უფლების,  მწვანე ბარათის, მიღება სურთ. გამონაკლისი მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. ზომების გამკაცრება არ ეხება ამერიკის მოქალაქეების მეუღლეებსა და შვილებს. ამ ეტაპზე შეზღუდვა 60 დღით დაწესდა, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ვადები გადაიხედება.

"დიადი ამერიკელი მუშების დასაცავად აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოვაწერე. ეს უზრუნველყოფს, რომ უმუშევარი ამერიკელები იყვნენ პირველები დასაქმების რიგში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კვლავ გაიხსნება," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები