18 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინელ დეპუტატებს შეხვდა - ვიცე-პრემიერის პოსტზე მისი კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის"" დეპუტატებს შეხვდა. აღნიშნული პოლიტიკური ძალა ქვეყნის პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენს.

მოსმენის პროცედურები ამ დრომდე გრძელდება. სააკაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე კენჭისყრა ხუთშაბათს შედგება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს. სააკაშვილის თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდაა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური ცუნამის წინაშე არ აღმოჩნდეს.

"უკრაინა ახლოს არის სერიოზულ ეკონომიკურ ცუნამთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის ეკონომიკა. რეფორმები რომლებიც უნდა გატარდეს უნდა ერგებოდეს არა ოლიგარქების არამედ მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენი მიზანია, გადავარჩინოთ ბიზნესი, რაზეც დგას ქვეყანა. თუ პროცესები ისე გაგრძელდა, როგორც მიდის, მაშინ ყველაფერი ცუდად დასრულდება.

ფაქტია, რომ უკრაინაში კატასტროფული მდგომარეობაა. ვფიქრობ, დეპუტატები მხარს დაუჭერენ ჩემი ქვეყნისადმი დახმარების სურვილს," - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

დღის ამბები