20 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას და ამის გამო დაგვსაჯა - ბელორუსიის პრეზიდენტი

ბელარუსი ზედიზედ მესამე დღეა, რაც ინფიცირების შემთხვევათა მატების რეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში ინფიცირების 817 შემთხვევა გამოვლინდა, ფატალურად კი 4 შემთხვევა დასრულდა. ჯამში ქვეყანაში 10 000-მდე ინფიცირებულია.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია ღვთის სასჯელია, რომელიც მან კაცობრიობას მოუვლინა. იმის გამო, რომ ადამიანები არასათანადო ცხოვრების წესს მისდევდნენ და ეკოლოგიას არ უფრთხილდებოდნენ.


"ჩვენ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მთავარ სიმდიდრეს, ბუნებას. ეს მიდგომა მიუღებელია. ღმერთმა დაინახა, რა დაუდევრად ვექცევით ეკოლოგიას. დაინახა, რომ ჩვენი ცხოვრების წესი საერთოდ არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც უნდა იყოს დაცული. ამის გამო დაგვსაჯა,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

დღის ამბები