20 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
რომის პაპმა საკვირაო ღვთისმსახურება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ექიმებს მიუძღვნა

რომის პაპმა საკვირაო ღვთისმსახურება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ექიმებს მიუძღვნა.

ფრანცისკემ ბიბლიიდან მწყემსი კეთილის იგავი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა საკუთარ საქმეს ისე ერთგულად შეასრულებს, როგორც ეს კორონავირუსის წინააღმდეგ დაღუპულმა მედპერსონალმა და სასულიერო პირებმა მოახერხეს.

"დღეს მაცხოვრის აღდგომიდან მეოთხე კვირაა, მინდა აღვნიშნოთ მწყემსის ხსენების დღე, ქრისტე მაგალითია ჩვენთვის კეთილი მწყემსისა. კეთილი მწყემსები იყვნენ ის ადამიანები, ვინც სხვების სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. იმედი მაქვს, ასეთი ადამიანები მრავლად გამოჩნდებიან და არსებულ გასაჭირს დავძლევთ," - განაცხადა რომის პაპმა.

ამ დროისთვის იტალიაში 210 ათასამდე ინფიცირების შემთხვევაა, გარდაცვლილია 29 ათასამდე პაციენტი.

დღის ამბები