25 აპრილი 2024,   08:22
ვრცლად
როგორ მოქმედებდა ჩინეთი პანდემიის დროს - საერთაშორისო გამოძიების სკანდალური დასკვნა

ექიმების მოტაცება, დაშინება და იძულება გაჩუმებულიყვნენ; ბიოლოგიური მასალების და კორონავირუსის ნიმუშების სრული განადგურება - როგორ მოქმედებდა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის დროს. საერთაშორისო გამოძიების შედეგები ცნობილია.

5 ქვეყნის სპეცსამსახურებმა საიდუმლო ინფორმაციაზე და სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გამოძიება ჩაატარეს. დასკვნა სკანდალურია.

საგანგაშოა ის ინფორმაცია, რომელსაც შტატები, კანადა, ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია ავრცელებენ.

დასკვნაში წერია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს, მიზანმიმართულად დაფარა ან გაანადგურა უხანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები.

საგამოძიებო მასალების სრული ვერსია 15 გვერდიანია. მისი ავტორი სადაზვერვო ალიანსი "5 თვალია."  დღეს საღამოს დაანსონსებულია, რომ სიენენის ეთერით, სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გავა ფილმი, სადაც სპეციალისტების მიერ მოკვლეული დარღვევებზე დეტალურად იქნება საუბარი. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ სპეცსამსახურებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. Daily Telegraph-ის სტატიაში საუბარია იმ უთანხმოებაზე, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გაჩნდა.

კერძოდ ავსტრალიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში ბაზარში გაჩნდა, რაც ჩინეთის ოფიციალურ ვერსიას ემთხვევა. ამერიკელები კი მიიჩნევენ, რომ ვირუსის წარმოშობის მიზეზები ჯერ არ გარკვეულა.

"ჩინეთმა 2019 წლის მიწურულს გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა უხანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები. ჩინეთის ხელისუფლება აიძულებდა ექიმებს გაჩუმებულიყვნენ ან იტაცებდა მათ. ანადგურებდა ლაბორატორიებში ვირუსის შესახებ მონაცემებს და უარს აცხადებდა ბიომასალები უცხოელი მეცნიერებისთვის მიეწოდებინა, რომლებიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

პეკინი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ფლობდა მტკიცებულებას, ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ. თუმცა, 2020 წლის 20 იანვრამდე ამ ფაქტს უარყოფდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა 3 იანვარს განკარგულება გასცა, გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები და არ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია უცნობი ინფექციის შესახებ," - ნათქვამია დასკვნაში.  

დღის ამბები