24 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
ბორის ჯონსონის თქმით, იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან რომ ექიმები მზად იყვნენ მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკულ გამოცემა the Sun-თან კორონავირუსით ავადმყოფობის და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, ლიტრობით ჟანგბადი დასჭირდა და იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ექიმები მზად იყვნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ.

ბორის ჯონსონი კლინიკაში ერთი თვის მანძილზე მკურნალობდა.

"არ ვიყავი კარგად და ვიცოდი, რომ ექიმებს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ თუ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. იღბლიანი აღმოვჩნდი, საავადმყოფოში მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა გამოვმძვრალიყავი ამ მდგომარეობიდან," - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

დღის ამბები