25 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
მსოფლიო კინო პანდემიის წინააღმდეგ - ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ნივთები აუქციონზე გამოაქვთ

მსოფლიო კულტურა პანდემიის დასამარცხებლად - ექიმებისა და  საავადმყოფოების დასახმარებლად ამჯერად კინოს სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან.

აუქციონზე ცნობილ და საყვარელ ფილმებში გამოყენებული ატრიბუტიკა და აქსესუარები გამოდის. შემოსული თანხა მთლიანად ჰიპოკრატეს ფიცის წარმომადგენლებს მოხმარდებათ. იყიდება ძვირფასი ქვისგან შექმნილი სუვენირი კრიმინალური კომედიიდან  "დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები". კაბა, რომელიც ამ ფილმში იდინა მენზელის პერსონაჟს აცვია.

აუქციონზე საშინელებათა ჟანრის ფილმებიდან სხვადასხვა რეკვიზიტს შეხვდებით, მაგალითად, არი ასტერის ცნობილი ფილმიდან "რეინკარნაცია." სიაშია სარიტუალო სამოსი და დათვის ნიღაბი ცნობილი ფილმიდან "მიდსომარი".

რობერტ ეგერსის შემოქმედების თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მისი ცნობილი ფილმიდან "შუქურა" შეიძინონ მთავარი სიმბოლოები: სანათი და ქალთევზას ფიგურა. მათთან ერთად სუვენირები იყიდება ბო ბერნემის ფილმიდანაც, დროის კაფსულის საწყისი ფასი სამი ათასი დოლარიდან იწყება.

კორონავირუსმა კინოინდუსტრიის მუშაობა შეაფერხა, თუმცა მაყურებლებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. კინომოყვარულებს საყვარელი ფილმებიდან შეძენილი ნივთებით ახლა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი ამ ფორმით შეაქვთ.

დღის ამბები