20 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
არგენტინაში კარანტინი 2 კვირით გახანგრძლივდება

არგენტინაში კარანტინი 2 კვირით გახანგრძლივდება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მზარდ სტატისტიკას უკავშირდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ არგენტინაში ბავშვების გასეირნება მშობლებს მხოლოდ შაბათ-კვირას შეეძლებათ, ისიც სპეციალური ნებართვის საშუალებით. ქვეყანაში ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 6 ათასს აღწევს.

"ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მონაცემი მზარდია. ვაკვირდებით სტატისტიკას, ცვლილების შემთხვევაში ზომებს შევამსუბუქებთ," - აცხადებს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანადესი.

დღის ამბები