20 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
დემონსტრაცია ავსტრალიაში - მოსახლეობის ნაწილი კორონამდელი მდგომარეობის დაბრუნებას მოითხოვს

ავსტრალიაში დემონსტრანტებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს, აქტივისტები ქვეყნის ეკონომიკის კორონამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას და სამუშაო ადგილების აღდგენას მოითხოვენ.

კრიტიკის ობიექტი გახდა პოექტი 5G-ც. ვიქტორიას შტატის წინ გამართულ მანიფესტაციაზე პოლიციამ 10 აქტივისტი დააკავა.

"იქ შეკრებილები უამრავ სისულელეს აპროტესტებენ, ვერ ვხვდები, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს 5G-ს და კორონავირუს ერთმანეთთან, ბევრი შეთქმულების თეორია მესმის და დამერწმუნეთ, სრული სისულელეა ყველაფერი. მესმის, რომ ხალხს აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ ყველაფერი კანონებთან შესაბამისობაში უნდა იყოს," - განაცხადა ავსტრალიის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა ბრენდან მერფიმ.

ავსტრალიაში დღეს კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში სულ ვირუსი 6 941 ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები