25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
რუსეთში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი.

ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა. თავშესაფარში 37 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლს სახანძრო ეკიპაჟები ერთ საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.

 ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი წყლის გამათბობლიდან გაჩნდა.

  

დღის ამბები