18 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
ირანმა სამხედრო გემიდან რაკეტა შეცდომით საკუთარ კატარღის მიმართულებით გაისროლა

ომანის ყურეში ირანის სამხედრო გემიდან რაკეტა შეცდომით საკუთარი კატარღის მიმართულებით ისროლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების დროს მომხდარ ინციდენტს ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, დაშავდა ათობით ადამიანი.

აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა და ჩაიძრა კატარღა.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 20-მდე პირი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

დღის ამბები