18 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
გერმანია აკრძალვების შემსუბუქებას განაგრძობს - დღეიდან ქვეყანაში მუშაობა სავარჯიშო დარბაზებმა და რესტორნებმა განაახლეს

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, გერმანია აკრძალვების შემსუბუქებას კვლავ განაგრძობს. დღეიდან ქვეყანაში მუშაობა განაახლა სავარჯიშო დარბაზებმა და რესტორნებმა, თუმცა რეგულაციების შემსუბუქება საერთო ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ იმ რეგიონებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობის თვალსაზრისით მშვიდი ვითარებაა.

ამავდროულად დაწესებულების მეპატრონეები ვალდებულები არიან გაითვალისწინონ სახელმწიფოს მოთხოვნები, რაც სოციალური დისტანციის დაცვას და სადეზინფექციო სამუშაოების პერმანენტულად ჩატარებას მოითხოვს.

"ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ინფექციის გაზრდილი შემთხვევების რიცხვს. ამ დღეებში მდგომარეობას დეტალურად გავაანალიზებთ. მონაცემები, რომ თითქოს მდგომარეობა უკონტროლოა, მცდარია," - აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის პრესმდივანი ჰანო კაუცი.

დღის ამბები