23 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
შვეიცარიაში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა სკოლები ბავშვებს შემცირებული რაოდენობით მიიღებენ

შემზღუდველი ზომები შემსუბუქდა შვეიცარიაშიც - ქვეყანაში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა სკოლები ბავშვებს შემცირებული რაოდენობით მიიღებენ.

მიმდინარე კვირას ქვეყანაში შესაძლოა რესტორნები, წიგნის მაღაზიები და მუზეუმებიც გაიხსნას, თუმცა კონკრეტული შეზღუდვებით.

"მშობლები ფრთხილობენ. მე ძალიან კარგად მესმის მათი პოზიციის, თუმცა პატივი უნდა ვცეთ ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას. უნდა განვაახლოთ სწავლის პროცესი და თავი არ დავზოგოთ შედეგისთვის," - აცხადებს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

დღის ამბები