24 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
საბერძნეთში თითქმის ყველა სექტორის სავაჭრო ობიექტები გაიხსნა

შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ფაზა საბერძნეთში ძალაში დღეიდან შევიდა - გაიხსნა თითქმის ყველა სექტორის სავაჭრო ობიექტები, თუმცა მომსახურება წინასწარ განსაზღვრული რეგულაციებით მიმდინარეობს. მაღაზიაში შეზღუდულია მომხმარებელთა რაოდენობის მიღებაც.

მიუხედავად საქმიანობის შეზღუდულ პირობებში განხორციელებისა, ბიზნეს სექტორს იმედი აქვს, რომ კომპანიები ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას მოახერხებენ.

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსის 2,716 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 151ადამიანი.

"არსებობს გარკვეული შიში. ასეთ გარემოში მუშაობა ჩვენთვის უპრეცედენტო რამაა, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაო პროცესი განგვეახლებინა, ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები, ვატარებთ სამედიცინო პირბადეებს, რაც გარკვეულწილად დაცულობის შეგრძნებას გვიქმნის," - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

დღის ამბები