30 ნოემბერი 2020,   14:51
ვრცლად
ლუქსემბურგმა და გერმანიამ ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს

ლუქსემბურგმა და გერმანიამ ერთმანეთთან საზღვრები გახსნეს. სახელმწიფოები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან გამკლავებას და გაკონტროლებას ერთიანი ძალებით შეძლებენ.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრების გახსნა იგეგმება საფრანგეთთან, ავსტრიასთან, ჰოლანდიასთან და შვეიცარიასთანაც. იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის შემთხვევების დინამიკა შემცირდება, ამ სახელმწიფოებს შორის მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება.

"საზღვრის კონტროლი მოიხსნება ჰოლანდიასთან და საფრანგეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან. ყველაფერი ინფექციის გავრცელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი.

დღის ამბები