19 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
საფრანგეთში 70 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - ქვეყანაში რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა

საფრანგეთში ზომების შემსუბუქება გრძელდება. თითქმის ერთი კვირის წინ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. თუმცა, მას შემდეგ რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 70 მოსწავლეს დაუდგინდა.

ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დღეიდან რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა. აღნიშნული დაწესებულებები სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ მთავრობა მკაცრად რეაგირებს.

დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვაქცინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

"თუ ჩვენ აღმოვაჩენთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს. თუ ვირუსი ცოტასთვის საფრთხედ დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველასთვის საფრთხე იქნება. ეს პრინციპის საკითხია. ადამიანის ჯანმრთელობა სადავო არ უნდა იყოს, მისი ყიდვა ან გაყიდვა არ შეიძლება," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა

დღის ამბები