25 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
აშშ-ში სავარაუდოდ იაპონიიდან Nissan-ის ყოფილი დირექტორის გაქცევის საქმის 2 თანამონაწილე დააკავეს

აშშ-ში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ იაპონიიდან Nissan-ის ყოფილი დირექტორის, კარლოს გონის გაქცევის თანამონაწილეები არიან. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთი დაკავებული აშშ-ის არმიის სპეცრაზმის ვეტერანი, 59 წლის მაიკლ ტეილორია, მეორე კი 27 წლის პიტერ ტეილორი. ისინი მასაჩუსეტსის შტატის სასამართლოს წინაშე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარდგებიან.

იაპონია დაკავებულების ექსტრადიციის მოთხოვნის გასაგზავნად ემზადებიან. ტოკიოში ასევე განაცხადეს, რომ გაქცევაში კიდევ 1 ადამიანი მონაწილეობდა, რომელზეც ახლა ძებნაა გამოცხადებული.

დღის ამბები