20 აპრილი 2024,   00:55
ვრცლად
უკრაინელი დეპუტატი საკუთარი ოფისის ტუალეტში მკვდარი იპოვეს - მას თავში აქვს ნასროლი

უკრაინის უმაღლესი რადას მე-8 და მე-9 მოწვევის დეპუტატი ვალერი დავიდენკო კიევში, საკუთარი ოფისის ტუალეტში მკვდარი იპოვეს. უკრანული მედიის ცნობით, დეპუტატს თავში აქვს ნასროლი, ცხედართან აღმოჩენილია იარაღიც. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

პოლიცია დეპუტატის სიკვდილის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, თუმცა არ გამორიცხავენ არც თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიას.

დღის ამბები