13 ივლისი 2020,   05:41
ვრცლად
ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე, 9 წლის წინ 26 მაისის აქციის დაშლისას დაღუპულებს პატივი მიაგო 

26 მაისს ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი დატვირთვა აქვს - 9 წლის წინანდელი მოვლენები პარლამენტის შენობის წინ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა გაიხსენა.

ნინო ბურჯანაძე რუსთაველის გამზირზე პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და აქციის დაშლის დროს გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგო.

პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

"ბევრი ადამიანისთვის დღევანდელი ღამე არის მძიმე ემოციურად და ამავდროულად ჩვენი სიამაყის საგანიც, იმიტომ, რომ ვიბრძოდით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და ჩვენი ქვეყანა ყველა 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული, ერთიანი და და სამართლიანი.

არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ხვალ, ზეგ იგივე არ განმეორდება, რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გაწირა საკუთარი ხალხი, როდესაც დასაჯა თავისი ხალხი" - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

პარტიები მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაემიჯნენ და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები სამართალდამცავებმა დაშალეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი.

დღის ამბები