23 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია - აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დეივიდ ნორქუისტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი პატივია, რომ საქართველო მისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

"დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე საქართველომ თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით, თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიდრა თავისუფლების საფუძვლები.

ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სახელით მინდა, გულთბილი მილოცვა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დეივიდ ნორქუისტი.

დღის ამბები