20 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისთვის -ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარის მოლოცვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი საერთაშორისო მილოცვებს ესპანეთიც უერთდება. ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტ ლამანია, ესპანეთის კონგრესის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

ესპანეთი და საქართველო მრავალი ასპექტით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ქვეყნებს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს - აღნიშნავს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე.

"გვსურს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ, დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს.

ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისთვის," - აცხადებს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე.

დღის ამბები