15 ივლისი 2020,   22:34
ვრცლად
მე და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ლატვიის პრემიერ-მინისტრი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მცხოვრებლებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს," - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები