16 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
მინდა მადლობა გადაგიხადოთ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის - სტეფან ბაგლი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბაგლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის მადლობა უხდის.

"საქართველოში მყოფი აშშ-ს თავდაცვის გუნდის სახელით, მინდა ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ შეძლებთ დამოუკიდებლობის დღის წესისამებრ საზეიმოდ აღნიშვნას, ვიმედოვნებ მაინც დატკბეთ ამ მომენტით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და უმთავრესად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის. საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - აღნიშნავს სტეფანი ბაგლი

დღის ამბები