19 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
განსაკუთრებული გზავნილი ისრაელელი მეგობრებისგან - ისრაელი საქართველოს 26 მაისს ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისრაელის მოქალაქეები ვიდეომიმართვით ულოცავენ. მიმართვას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"კიდევ ერთი განსაკუთრებული გზავნილი ისრაელელი მეგობრებისგან“, – ასეთია გზავნილი საქართველოს მეგობარი ქვეყნიდან 26 მაისის აღსანიშნავად.

ვიდეომიმართვაში ისრაელის მოქალაქეები, მათ შორის სასულიერო და სამხედრო პირები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. 

ვიდეომილოცვა სრულდება ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას სიტყვებით, რომელიც ყველას ურჩევს, გაატარონ ზაფხული საქართველოში.

"მადლობა სიყვარულისთვის, გაატარეთ ზაფხული საქართველოში, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფრს, რათა თქვენ იყოთ უსაფრთხოდ და ბედნიერები ჩვენთან ერთად," - აღნიშნავს ლაშა ჟვანია.

დღის ამბები