16 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
საქართველომ "გაზპრომთან" ხელშეკრულება განაახლა - ნათია თურნავას თქმით, ტარიფი 15%-ით შემცირდება

საქართველომ "გაზპრომთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა. დოკუმენტის შინაარსი ისევ უცნობია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთი დეტალი გაახმოვანა.

მინისტრის განმარტებით, რუსულ კომპანიასთან განახლებული პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

კონკრეტული ციფრები, თუ რამდენით შემცირდა ტარიფი, უცნობია, თუმცა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, საუბარია 15%-იან შემცირებაზე.

ნათია თურნავას შეფასებით, ფასების შემცირებას კონკურენტული გარემო და მსოფლიოში ენერგობაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს.

"ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება "გაზპრომთან" უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო, მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც "სოკარი" და ასევე "გაზპრომიც" ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

   

დღის ამბები