16 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
ძაღლისგან დაკბენის 15 შემთხვევა ახალციხეში - ყველა დაზარალებული არასრულწლოვანია

ძაღლისგან დაკბენის 15 შემთხვევა მხოლოდ ერთ დღეში - შემთხვევა ახალციხეში, სხვადასხვა ქუჩაზე მოხდა, აქედან ცხრა პირველადი და ექვსი მეორეული შემთხვევაა.

ყველა დაკბენილი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა ორი წლისაა. ექიმის თქმით, დაზარალებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მათგანს ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდა და ისინი ამჟამად უკვე სახლებში იმყოფებიან.

მიუსაფარი ცხოველებიდან ერთ-ერთი შესაბამისმა სამსახურმა დახურულ სივრცეში გადაიყვანა. დანარჩენები ამ დრომდე ახალციხის ქუჩებში გადაადგილდებიან.

დღის ამბები