15 ივლისი 2020,   15:38
ვრცლად
პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოს" პრემიერ მინისტრთან კითხვები აქვს  

პოლიტიკურმა მოძრაობმ "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში კითხვები გააგზავნა. პოლიტიკური მოძრაობა აქცენტს აკეთებს სოციალურ საკითხებზე და დახმარებებზე, მოქალაქეები, რომლებიც კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობა პარლამენტში მანამდე უნდა მისულიყო და კითხვებზე პასუხები უფრო ადრე უნდა გაეცა. 

"ამა წლის 9 აპრილს მან განაცხადა, რომ საქართველოს ივანიშვილის სახით ჰყავს უნიკალური დაზღვევა. ამით მან ფაქტიურად გამოაცხადა რომ სახელმწიფო არ არსებობს და რომ სახელმწიფოს ჩამნაცვლებელი არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და მას უწოდა სახელმწიფოს დამზღვევი. კითხვა არის ასეთი - დღეს, როდესაც გახარიამ წარმოადგინა სლაიდებზე დაწერილი ანტიკრიზისული გეგმა და ამ გეგმამ გამოტოვა ჩვენი ქვეყნის 10 ათასობით მოქალაქე და მათ ცხვირწინ მიუჯახუნა კარი და უთხრა, რომ ერთჯერად სამარცხვინო ღირსების შემლახავ დახმარებასაც კი არ მისცემს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი - დამზღვევი ივანიშვილი თუ გახარია?" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები